„ფონდი ნატახტარის“ თანხის შეგროვების მეხუთე ტალღა დაიწყო

16.05.16

Image

კომპანია „ნატახტარი“ მადლობას უხდის ორგანიზაციებს და პიროვნებებს, ვინც „ფონდ ნატახტართან“ ერთად მზრუნველობამოკლებული მოზარდებს ასაქმებს და განათლებას აძლევს

„ფონდი ნატახტარის“ თანხის შეგროვების ახალი ტალღის დაწყების თაობაზე პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც კომპანიის ხელმძღვანელობასთან და ჟურნალისტებთან ერთად, იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები და კერძო პირები ესწრებოდნენ, რომლებმაც ფონდთან ერთად მონაწილეობდნენ მზრუნველობამოკლებული მოზარდების განათლებისა და დასაქმების სხვადასხვა პროექტში. სტუმრების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ, „ფონდი ნატახტარის“ განვლილ საქმიანობას და მომავალ გეგმებს განიხილავენ, ამასთან მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხეს: ჯუნეით არათი - კომპანია „ნატახტარის“ გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი - კომპანია „ნატახტარის“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი, მანანა ომარაშვილი - ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“ ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი.

პრესკონფერენციის დროს კომპანიის და ფონდის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხდეს იმ ორგანიზაციებსა და ადამიანებს, რომლებიც ფონდის 5 წლიანი საქმიანობის განმავლობაში, ჩართული იყვნენ პროექტ „იზრუნე მომავალზე“ განხორციელებაში, რაც მზრუნველობამოკლებული მოზარდების დასაქმებასა და განათლებას გულისხმობს.