11 აგვისტოს მონაცემებით „ფონდი ნატახტარში” 146,740.54 ლარი შეგროვდა

11.08.16

Image

პროექტის ,,იზრუნე მომავალზეფარგლებში, „ფონდი ნატახტარის“ თანხის შეგროვების მეხუთე ტალღა დასასრულს უახლოვდება. 11 აგვისტოს მონაცემებით ფონდში 146,740.54 ლარი შეგროვდა.

ეს თანხა გამოიყენება ფონდის ბენეფიციარების პროფესიულ მომზადებასა და განათლებაში რათა მათ მომავალში ადვილად შეძლონ დასაქმება.

უკვე მეხუთე წელია, რაც ,,ნატახტარის ლიმონათის“ მასშტაბური საქველმოქმედო პროგრამა ფონდ ნატახტარისადა მისი პარტნიორი ორგანიზაცია, ,,ჩემი სახლი _ საქართველოს” წარმომადგნლების მონაწილოებით მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად ხორციელდება. პროექტის ფარგლებში მიღწეული წარმატებები, მეხუთე ტალღის შედეგად შეგროვებული თანხის მოცულობა და სამომავლო გეგმები საზოგადოებისთვის 17 აგვისტოს შემდეგ გახდება ცნობილი.

„ფონდ ნატახტარში“ თანხის შეგროვების პროცესი გრძელდება 17 აგვისტომდე.