„ფონდი ნატახტარი“ 156 მზრუნველობამოკლებულ მოზარდს დაეხმარება პროფესიის შეძენაში

06.10.16

Image

160 000 ლარი და 156 ბენეფიციარი - ასეთია 2016-2017 წლის „ფონდი ნატახტარის“ მონაცემები

„ფონდმა ნატახტახტარმა“ საზოგადოებას პროექტის „იზრუნე მომავალზე“ მეხუთე ტალღის დასრულების ანგარიში წარუდგინა. ღონისძიებას კომპანიის ხელმძღვანელობასთან და ჟურნალისტებთან ერთად, პროექტში ჩართული მხარეები და ბენეფიციარებიც ესწრებოდნენ. მათ საშუალება ჰქონდათ გამოეთქვათ საკუთარი აზრი ფონდის საქმიანობასა და მნიშვნელობაზე. ასევე აქტიურდ ჩაერთვნენ საკითხის განხილვასა და დისკუსიაში.

160 000.26 ლარი და 156 ბენეფიციარი - ასეთია 2016-2017 წლის „ფონდი ნატახტარის“ მონაცემები.

კომპანია „ნატახტარის“ გენერალურმა დირექტორმა ჯუნეით არათმა და „ასოციაცია ჩვენი სახლი - საქართველოს“ ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა მანანა ომარაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სტუმრებს ფონდის სამომავლო გეგმების, ინიციატივებისა და შეგროვებული თანხის შესახებ.

„18 წელი, ეს არის სწორედ, ის ასაკობრივი ზღვარი, როდესაც სახელმწიფო მზრუნველობამოკლებულ მოზარდებზე ზრუნვას წყვეტს. „ფონდი ნატატარი“ სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ მყოფი მოზარდების გაძლიერებას 15 წლიდან იწყებს, რათა 18 წლისთვის, მათ უკვე ჰქონდეთ პროფესია და დასაქმების პრესპექტივა. ვცდილობთ ხელი შევუწყოთ მათ ღირსეული ცხოვრების დასაწყებად, შესაბამისად, ვეხმარებით სათანადო განათლების მიღებასა და ფსიქოლოგიურ მომზადებაში, ხოლო შემდეგ ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მათ ღირსეულ დასაქმებას“, - აღნიშნა კომპანია „ნატახტარის“ კორპორაციულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ 1 წლის განმავლობაში ვიმუშავებთ 156 ბენეფიციართან, ეს მაჩვენებელი მივიღეთ იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი მოზარდი ცხოვრებს მცირე საოჯახო ტიპის სახლში და რამდენია ზრუნვის სისტემიდან გასული, სამწუხაროდ, ფონდი ვერ წვდება და ვერ ეხმარება იმ ბენეფიციარებს, რომლებიც მიმღებ ოჯახებში ცხოვრებენ. სასურველია, ფონდი ისე გაძლიერდეს, რომ ამ მიმართულებითაც შევძლოთ მუშაობა და მათი დახმარება. გარდა ამისა, ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ სოციალურ ადვოკატობაზე, რათა თვითმმართველობებმაც გარკვეული პასუხისმგებლობა აიღონ მათზე“, - განამარტა „ასოციაცია ჩვენი სახლი - საქართველოს“ ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა მანანა ომარაშვილმა.

„ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს მცირე საოჯახო ტიპის სახლებს. „ფონდმა ნატახტარმა“ ძალიან დიდი და მაღალი კორპორაციული პასუხიმგებლობა გამოიჩინა და მოზარდებს ეხმარება, უკვე 18 წელს ზემოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სამაგალითო უნდა გახდეს ყველა მსხვილი ბიზნეს კომპანიისთვის“, - აღნიშნა ჯანდაცვის სამინსიტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნუცა ოდიშრიამ.