„გოოოოლ!“ – ეს ლუდი „ნატახტარის“ ახალი სახელია!

13.06.18

Image

“არაფერია ახალი იმაში, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, არის მსოფლიო მოვლენა. ეს არის ზეიმი, რომელსაც აღნიშნავს ყველა. ისინიც კი, ვინც არ არიან სპორტის ამ სახეობის განსაკუთრებული გულშემატკივრები, ჩართულნი არიან საფეხბურთო ციებ-ცხელებაში. ბუნებრივია, ყველა ბრენდი ცდილობს ამ სახალხო ზეიმს გამოეხმაუროს. ლუდი „ნატახტარიც“ არ არის გამონაკლისი. მითუმეტეს, ჩვენთვის ტრადიციაა, რომ ვეხმაურებით ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებს. ამჯერად, გამოწვევა იყო ის, რომ გვინდოდა, კამპანია ყოფილიყო ყველა სხვა ბრენდის საკომუნიკაციო კამპანიისგან გამორჩეული. მზად ვიყავით რევოლუციური და გაბედული ნაბიჯისთვის, თუ ის სიამოვნებას მიანიჭებდა მომხმარებელს და ღიმილს მოჰგვრიდა მას.

როდესაც გაჩნდა იდეა, ბრენდის სახელი, საგანგებოდ ჩემპიონატის განმავლობაში, შეგვეცვალა და მისთვის „გოოოოლი“ (საფეხბურთო ნატახტარი) დაგვერქმია, ვიფიქრეთ, რომ ბრენდის ათწლიანი ისტორია და მაღალი ცნობადობა გვაძლევდა ასეთი თამამი ნაბიჯის გადადგმის საშუალებას. ამ გზით, ლუდი „ნატახტარი“ ფეხბურთის ყველაზე სასიამოვნო მომენტთან დავაკავშირეთ.

თან, ლუდი ხომ ფეხბურთის გულშემატკივრობის განუყოფელი სასმელია. ვიმედოვნებთ, ამ კამპანიით სიამოვნებს შევმატებთ ფეხბურთის საყურებლად შეკრებილ მეგობრებს, მივცემთ საშუალებას, დატკბნენ საყვარელი ლუდით და სარეკლამო ჭრებში სტანდარტული სარეკლამო მესიჯის ნაცვლად, გასართობი შინაარსის ვიდეორგოლები იხილონ,” - განმარტავს ნატახტარისუფროსი ბრენდ მენეჯერი, ანა ქარჩავა.