ნატახტარის ლიმონათი

ნატახტარის ლიმონათი 2005 წლიდან გამოდის საქართველოს ბაზარზე. მან დიდი მოწონება და სიყვარული დაიმსახურა მომხმარებლებში და დღეს ყველაზე პოპულარული ლიმონათია საქართველოში. იგი არის ტრადიციული პროდუქტი, რომელიც ქართული სუფრის განუყოფელ ატრიბუტს წარმოადგენს.

ნატახტარის ლიმონათი საუკეთესო ნატახტრის წყალზე დამზადებული სასმელია. ნატახტარის ლიმონათი მდგრადი და უცვლელი ხარისხის ქართული  პროდუქტია.

ნატახტარის ლიმონათი გასცდა საქართველოს საზღვრებს და 2005 წლიდან ექსპორტზე გადის სხვადასხვა ქვეყნებში. მისი ექსპორტი სტაბილურად მსოფლიოს 19 ქვეყანაში მიმდინარეობს, ეს ქვეყნებია: ავსტრია, აზერბაიჯანი, აშშ, გერმანია, თურქმენეთი, ირანი, ისრაელი, კვიპროსი, ლატვია, მოლდოვეთი, რუსეთი, საბერძნეთი, სომხეთი, ტაილანდი, ტაჯიკეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ჩეხეთი და ჩინეთი. 

2010 წლის დასაწყისში, პირველად საქართველოში გამოვიდა  დიეტური ლიმონათი ნული კალორიით, რომელიც არ შეიცავს შაქარს.  უშაქრო მსხლის ლიმონათი, განუმეორებელი გემოთი,  დიეტური კვების მოყვარულებისთვისაა განკუთვნილი.

ნატახტარის ლიმონათი წარმოდგენილია მრავალფეროვანი არომატებით: ტარხუნა, მსხალი, საფერავი, ლიმონი, ნაღები, ფორთოხალი, კოწახური, ვაშლი, ჟოლო. ლიმონი პიტნით, ნაღები შოკოლადით, თეთრი ყურძენი, ფეიხოა და ატამი.

შემადგენლობა: წყალი, შაქარი (ნულკალორიანში - შაქრის შემცვლელი, მულტისვიტი. კალორიულობა – 0 კკლ/100 გ.), ნატურალური არომატი, ნატრიუმის ბენზოატი. კალორიულობა – 45 კკლ/100 გ.