ფასეულობები


კომპანია ნატახტარი აცნობიერებს და აღიარებს ბიზნესისადმი პასუხისმგებლობით მიდგომის მნიშვნელობას და საკუთარი საქმიანობის წარმართვისას, ასევე  პარტნიორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობისას ეფუძნება შემდეგ ძირეულ ღირებულებებს:

  • პატიოსნება – კომპანია საკუთარ საქმიანობას მაქსიმალური ღიაობისა და გამჭვირვალობის რეჟიმში ახორციელებს, რომლის დროსაც იყენებს სრული ინფორმირებულობის პრინციპზე დამყარებულ ორმხრივ კომუნიკაციას სამიზნე აუდიტორიასთან
  • მზრუნველობა – კომპანია გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და მისი ნებისმიერი თანამშრომელი აცნობიერებს საქართველოში მეცნიერებისა და სპორტის  განვითარების მხარდაჭერის უაღრეს მნიშვნელობას
  • ნოვატორობა – განვითარებაზე ორიენტაცია ნატახტარის გამორჩეული ნიშანია, რითიც კომპანია მუდმივად ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს და ცდილობს წვლილი შეიტანოს ჩვენ ქვეყანაში, როგორც საკუთარი სექტორის, ასევე ზოგადი ბიზნეს სფეროს განვითარების საქმეში
  • გუნდურობა – ნატახტარის ნებისმიერი წარმატება შექმნილია კომპანიის შიგნით თანამშრომლებისა და მის გარეთ პარტნიორებისა, ასევე დაინტერესებული მხარეების ერთობლივი ძალისხმევით, სადაც ცოდნისა და გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარება დაუწერელი კანონია